04 დეკემბერი 2022,   09:14
ვრცლად
პურის ფასი შემცირდა - ხორბლისა და ფქვილის მარაგები უახლოეს მომავალში პურის ფასის სტაბილურობას უზრუნველყოფს

რამდენიმე სახეობის პურის შეძენა მაღაზიების დახლებზე მომხმარებელს უკვე ნაკლებ ფასად შეუძლია. მსოფლიო ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე ფასების ვარდნამ და უკრაინული ხორბლის დერეფნის ამუშავებამ პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასი ავტომატურად საქართველოშიც შეამცირა, უფრო მეტიც ამუშავდნენ ის წისქვილკომბინატები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის მაღალი ფასის გამო გაჩერებული იყო.

დღეს, რამდენიმე სახეობის პურის საფასური 10 თეთრითაა შემცირებული, თუმცა თუ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულზე ფასების ვარდნა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული პროდუქტზე ფასი კიდევ შემცირდეს.

დღის ამბები