19 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
რუსეთი განსაკუთრებულად დიდი ოდენობის იოდიდს ყიდულობს - ნივთიერება, გარკვეულწილად, ადამიანს იცავს რადიაციული დაზიანებებისგან

რუსეთი განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმის იოდიდს ყიდულობს, აბების შესასყიდად 5 მლნ რუბლია გამოყოფილი. 

პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას ორგანიზმში და ადამიანს იცავს რადიაციული დაზიანებებისგან.

მანამდე კი ცნობილი გახდა დიმიტრი მედვედევის მუქარა ბირთვულ იერიშზე - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დასძენს, რომ ეს ბლეფი არ არის.

"ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, "ბირთვულ ღილაკს" ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან "საშინელი" შედეგებით - თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას," - აცხადებს მედვედევი.

დღის ამბები