24 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
რუსებს, რომელთაც პუტინის ომში ბრძოლა არ სურთ, თეთრი სახლი აშშ-ში თავშესაფარს სთავაზობს

"რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, მიმართონ შეერთებულ შტატებს, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს" - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

კარინ ჟან პიერის თქმით, ამერიკაში თავშესაფრის მიღების მსურველი რუსეთის მოქალაქეების განაცხადები ინდივიდუალურად განიხილება.

"რასაც ახლა ვლადიმერ პუტინის მხრიდან ვხედავთ, არ არის ძალა, ეს პრეზიდენტის სისუსტეზე მიუთითებს," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

დღის ამბები