20 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
"ეფ-ეს-ბემ" ზემო ლარსთან 10-მდე ადამიანი დააკავა - რა ხდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფ-ეს-ბე) თანამშრომლებმა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნტთან 10-მდე ადამიანი დააკავა. BAZA-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლიციელები და ტაქსის მძღოლები. 

არსებული ინფორმაციით, დაკავების საფუძველი გახდა მოლაპარაკება ტაქსის მძღოლებსა და სამართალდამცველებს შორის - საზღვრის კვეთის მსურველები ამბობდნენ, რომ მათგან ქრთამს ითხოვდნენ. 

თვითმხილველების თქმით, საგზაო პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ, ასევე, ავტობუსის მძღოლებს, "თითო პასპორტზე 5 რუბლი ათასი აეკრიბა", სხვა შემთხვევაში, საზღვარზე არ შეუშვებდნენ. 

დღის ამბები