05 დეკემბერი 2022,   07:51
ვრცლად
დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის გამოწვევა საქართველოში ... ჩვენ რომ პირდაპირ ჩავწეროთ ამ კანონში კეზერაშვილი, მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არავის არ გაუჩნდება" - გიორგი ამილახვარი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან დავით კეზერაშვილის მისამართით გააკეთა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ოპოზიციაში ე.წ. შავი ფული ტრიალებს. 

"ქართულ ოცნებაში" დავით კეზერაშვილს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მისი როლი ოპოზიციას აზიანებს. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად, საქართველოში მოპარულ ფულს იყენებს. 

"ეს არის მორიგი, პირდაპირი ღია დადასტურება რომ ეს ადამიანი საქართველოში მოპარულ ფულს იყენებს ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად, ამ პარტიის გასაკონტროლებლად და აფინანსებს პირდაპირ მედიასაშუალებებს. ამიტომ, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის გამოწვევა საქართველოში და ამაზე კანონი მიღებული იქნება. ჩვენ რომ პირდაპირ ჩავწეროთ ამ კანონში დავით კეზერაშვილი, მე მგონი ამაზე კითხვის ნიშანი არავის არ გაუჩნდება," - ამბობს გიორგი ამილახვარი.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ

"ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და თავდაცვის უწყება, ამ ფინანსებით ახორციელებს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებას და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში სურს რომ შემოიტანოს ისეთი დესტრუქცია, რომელიც ამ ქვეყნის მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნებ და ამ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

არ გაგვიკვირდება, რომ უახლოეს პერიოდში ეს პარტია დაიშალოს და მთლიანად, პოლიტიკური ორბიტიდან გაქრეს. იმ პროცესებმა, რომელიც ამ შავი ბუღალტერიით დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, ცხადყო, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ ფული და ძალაუფლება, მეტი არაფერი,“ - ამბობს გივი მიქანაძე.

დღის ამბები