04 დეკემბერი 2022,   10:23
ვრცლად
არიან ასეთი გამდიდრებული, გაზულუქებული არასამთავრობოები, რომელთაც აქვთ რაღაც კლანი, შეიკრიბებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგენენ - ირაკლი ზარქუა

მმართველ გუნდში არასამთავრობოების ნაწილს კლანურობაში და პროცესების გაუმჭვირვალობაში დებენ ბრალს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტს და პარტიებს მიუთითებენ, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, თვითონ დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროცესი ღია და გამჭვირვალე გახადა, ამიტომ, ის იმედს გამოთქვამს, რომ პროცესში სხვა არასამთავრობოებიც ჩაერთვებიან და პარლამენტს მიეცემა საშუალება, სახალხო დამცველის ღირსეული კანდიდატი შეარჩიოს:

"არის ასეთი გამდიდრებული, გაზულუქებული არასამთავრობოები, რომელთაც აქვთ რაღაც კლანი 4-5 ორგანიზაციაა ასეთი, რომლებიც შეიკრიბებიან თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგენენ. ჩვენ ვთქვით, რომ ღია და გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი კადრი წარმოადგინოს, ჩვენ დაველოდებით, დარწმუნებული ვარ 29 სექტემბრამდე გაცილებით მეტი კანდიდატი დარეგისტრირდება და შესაბამისად 9 კაციან კომისიასთან გაივლიან პროცედურებს და პარლამენტს მოგვეცემა საშუალება ღირსეული ავარჩიოთ, "- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე 3 კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გუშინ დაასახელეს.

დღის ამბები