04 დეკემბერი 2022,   08:39
ვრცლად
მიხარია, რომ ასეთი კანდიდატებია, იაგო ხვიჩიაზე უკეთესი კანდიდატი ვერავინ წარადგინა, დიდი შანსები ექნება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

არასამთავრობოების მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ პარტია "გირჩში" აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ კანდიდატს, იაგო ხვიჩიას დიდი შანსები აქვს:

"არანაირი პრობლემები კანდიდატებთან არ მაქვს, მიხარია, რომ ასეთი კანდიდატებია, იმიტომ რომ ცხადია, იაგო ხვიჩიაზე უკეთესი კანდიდატი ვერავინ წარადგინა. ასეთი სიტუაცია თუ შენარჩუნდება იაგო ხვიჩიას დიდი შანსები ექნება, რომ მიიღოს მხარდაჭერა სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ოცნების, რომ აუცილებელი 90 ხმა დააგროვოს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე 3 კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გუშინ დაასახელეს.

დღის ამბები