04 დეკემბერი 2022,   10:19
ვრცლად
მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, შესაძლოა ორმაგი, რუსეთ-ამერიკის მოქალაქეობის მქონე პირებიც გამოიძახონ.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან ქვეყანაში, "დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი".

დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ კომერციული ფრენის ვარიანტები რუსეთიდან "ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია" და ხშირად სურვილისთანავე ხელმისაწვდომი არ არის.

დღის ამბები