20 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ რუსეთი - იტალიის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავიაბილეთები შეიძინონ

იტალიის საელჩო რუსეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა - უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი მდგომარეობისა და, ასევე, გართულებული ავია და საგზაო მიმოსვლის გამო, იტალიის მოქალაქეები რუსეთიდან უნდა გავიდნენ. 

საელჩო აცხადებს, რომ ავიაბილეთები სულ უფრო ძვირდება, მეზობელ ქვეყნებში გადასასვლელ გამშვებ პუნქტებზე კი დიდი რიგებია. შესაბამისად, თუ გადაუდებელი საჭიროება არ დგას, იტალიის მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიძინონ ავიაბილეთები.

მსგავსი მოწოდება უკვე გააკეთა სხვადასხვა ქვეყნის საელჩომ, მათ შორის - მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც.

დღის ამბები