20 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
მსოფლიო ქულიოს ემშვიდობება - რეპის ლეგენდამ ერთ-ერთი ბოლო კონცერტი საქართველოში ჩაატარა

მსოფლიო ჰიპ-ჰოპის ლეგენდას ემშვიდობება. 59 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი რეპერი ლეონ აივი, იგივე, ქულიო გარდაიცვალა. გრემის და MTV-ისა და Video Music Awards-ის ჯილდოების მფლობელი მუსიკოსის პოპულარობამ ზენიტს 1995 წელს მიაღწია, როდესაც ცნობილი ჰიტი "gangster"s paradise" იმღერა. ამავე სინგლმა მოუტანა მას გრემის ჯილდოც.


ცნობილი რეპერი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოშიც. საკუთარი ჰიტები ქულიოს შესრულებით ქართველ მსმენელს არაერთ საკონცერტო დარბაზში აქვს მოსმენილი. კარიერის ერთ-ერთი ბოლო კონცერტიც ქულიოს საქართველოში 11 ივლისს ჰქონდა.

"რუსთავი 2" ამერიკელი რეპერის დიდ არქივს ინახავს.

დღის ამბები