სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატების განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. მოქმედი დეპუტატი, ომბუდსმენის მოქმედი მოადგილე და ადვოკატები, დანარჩენების ვინაობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
განაცხადების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ პროცესი შესარჩევი კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს. კანდიდატები, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებით დაკომპლექტებულმა ცხრა კაციანმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს. შემდეგ კანდიდატებზე მსჯელობას დეპუტატები დაიწყებენ. სახალხო დამცველის კანდიდატის მხარდაჭერას 90 ხმა სჭირდება.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად პარლამენტს კიდევ 3 თვე აქვს წინ. მოქმედ სახალხო დამცველს კი ვადა დეკემბერში ეწურება.