18 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი შეფასების მთავარი კრიტერიუმი - ოპოზიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატს შეაფასებს. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, ისინი აქტიურად იქნებიან პროცესში ჩართულები, რადგან საბოლოოდ მხარი დაუჭირონ ღირსეულ კანდიდატს.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ისინი გადაწყვეტილებას კანდიდატების მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

"ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც კანდიდატების მოსმენა მოხდება. დავინახავთ მათ ხედვებს, რა პრობლემებს ხედავენ, როგორ ხედავენ გადაწყვეტის გზებს.  შესაბამისად მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი შეფასების მთავარი კრიტერიუმი," - განაცხადა დაუშვილმა.

დღის ამბები