"უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას" - განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი ავრცელებს.
ანტონიო გუტიერეშის თქმით, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიულ ღირებულებას მოკლებული იქნება და დაგმობას იმსახურებს.
"რუსეთის ქმედებები ხელს შეუშლის ჩვენს უნარს, მივაწოდოთ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინას," - აღნიშნა გუტიერეშმა.