16 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
23 დაღუპული და 28 დაჭრილი - რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეში სამოქალაქო მანქანების კოლონა დაბომბეს 

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, დღეს დილით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო მანქანების კოლონა დაბომბეს, რომლებიც ზაპოროჟიედან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიისკენ მიემართებოდა. მერის თქმით, მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლობლების დასახმარებლად და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციის მიწოდების მიზნით გადადგილდებოდნენ.

როგორც ფედოროვი აცხადებს, დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დაუდგენელია. დაღუპულთა შორის არიან მელიტოპოლის მაცხოვრებლებიც.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით კი დაღუპულია 23 და დაჭრილია 28 ადამიანი. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.

დღის ამბები