20 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი და მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა - შალვა პაპუაშვილი

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი აბსოლუტურად მიუღებელია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესიც, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

"ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი. საზღვრების შეცვლა ძალით არის შეუძლებელი და დაუშვებელი. ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპი საერთაშორისო სამართლის, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. შესაბამისად არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები