05 დეკემბერი 2022,   08:46
ვრცლად
ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი - შალვა პაპუაშვილი

სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. პარლამენტში შესულია 19 განცხადება ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს კანდიდატების შეფასებას იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

"ვიცით, რომ არის შეფასების 4 კრიტერიუმი - ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება . 13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7 კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. დასახელდეს უნდა მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს თუ ვის ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა განცხადება, რომ იქნებოდა ოპოზიციისთვის შეთავაზებული პროცედურა 1 სექტემბრამდე ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას, ღიაობას, ჩართულობას და ამავე დროს ისეთ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს თანაბრად მისაღები პირის შერჩევას. ახლა მივყვებით ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახეთ პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით კონსენსუსით დამტკიცდა. იქვე იყო ეჭვი, რომ 9 კაციანი ჯგუფი როგორ შედგება და ნახეთ რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით იმ პარტიებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, შედგა შემფასებლების 9 კაციანი ჯგუფი. ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები