19 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
რიგები საქართველოს საზღვართან და პუტინის ომს გამოქცეულთა გაზრდილი რაოდენობა - რუსეთის მოქალაქეები საზღვრის რუსეთის ნაწილში არსებულ კორუფციაზეც საუბრობენ

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ისევ რუსეთის მოქალაქეების აქტივობაა. საზღვართან რიგებია. გაზრდილია პუტინის ომს გამოქცეულთა რაოდენობა, რომლებსაც რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლა სურთ.

ბოლო ინფორმაციით, ინტენსივობამ 40-45%-ით იმატა. საზღვარი კონტროლდება, ქართველი მესაზღვრეები უკან აბრუნებენ ყველას, ვისაც საეჭვოდ მიიჩნევენ.

საზღვარზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია სამხედრო მობილიზაცია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი ქვეყნის დატოვება.

"მე აქ წამოვედი იმიტომ რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, ახლა ნამდვილად მიჭირს იმის თქმა, რას ვიზამ საქართველოში. ხუთი საათი დამჭირდა იმისთვის, რომ საზღვარი გადმომეკვეთა. გამშვებ პუნქტთან ვიდექი, აქეთ გადმოსვლა გამიჭირდა. ადამიანები ფულსაც აძლევენ კონკრეტულ პირებს, რომ შეძლოს სამშვიდობოს გამოღწევა," - აცხადებს საზღვარზე გადმოსული პირი.

საზღვრის რუსეთის ნაწილში არსებულ კორუფციაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე.

"მოსკოვიდან ვარ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე რუსეთი საზღვრებსაც ჩაკეტავს ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ სასწრაფოდ გამოვქცეულიყავით საქართველოში, მე ვაპროტესტებ ომს, ის არც ჩემს მეგობრებს უნდათ, ძალიან დიდი საცობია მეორე მხარეს, არის კორუფცია, ადამიანები პოლიციას თანხასაც უხდიან," - აცხადებს რუსეთის მოქალაქე.

დღის ამბები