27 ნოემბერი 2022,   02:10
ვრცლად
რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული - კრემლის პრესმდივანი

რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელებული დარტყმები აღქმული იქნებოდა როგორც აგრესიის აქტი თუ სხვა რამე,  პესკოვის პასუხობს - "არა, არაფერ სხვა რამედ არ იქნება აღქმული."

უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოთხ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დღეს 15:00 საათზე, კრემლის გიორგიევსკის დარბაზში იგეგმება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ვლადიმირ პუტინიც. აგრესორი ქვეყნის განცხადებით, უკრაინის 4 ოლქის ტერიტორიების მიერთების საფუძველი გახდა ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ რეფერენდუმები, სადაც მათი განცხადებით მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი.

აღნიშნული რეფერენდუმები მკაცრად დაგმო და უკრაინის ტეროტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საქართველომ.

დღის ამბები