20 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამიჯნული მოქალაქეები - რას ამბობენ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანები

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ფედერაციიდან შემომსვლელთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა ნაკადი ისევ არ წყდება. პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები ყვებიან, რომ საზღვრამდე მოსაღწევად რთული გზის გავლა და საცობში საათობით დგომა უწევთ.

ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ მიიღეს რუსეთის დატოვების გადაწვეტილება. მათი ნაწილი ამბობს, საქართველოში დარჩენას არ აპირებენ და ქვეყნას მხოლოდ სატრანზიტოდ გამოიყენებ, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტულად, რამდენიმე დღით არის ჩამოსული.  

"მოსკოვიდან ჩამოვედით, ვაპირებთ თურქეთში ჩავიდეთ. აქ სავარაუდოდ, 2-3 დღით გავჩერდებით." - ამბობს ერთ-ერთი მათგანი. 

დღის ამბები