24 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობამ 36, 8 % შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, აქტივობამ 36, 8 % შეადგინა.

ცესკოს ინფორმაციითვე, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საარჩევნო კომისიაში იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს.

ცესკოში განმარტავენ, რომ მსგავსი განცხადებების მიზანი საარჩევნო პროცესის დაზიანებაა.

"კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ საუბარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლის შესახებ, არის მანიპულაციური და უსაფუძვლო. არიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს დამკვირვებლების უფლებაა რა დროს და რა დოზით დააკვირდებინ უბანს,"- აცხადებს იოსელიანი. 

დღის ამბები