18 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ქარიშხალი სახელად "იანი" სამხრეთ კაროლინის შტატში - 325 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ქარიშხალი სახელად იანი სამხრეთ კაროლინის შტატში. ჯორჯთაუნსა და სამხრეთ კაროლინის სიახლოვეს ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრ საათს შეადგენს, შტატის 325 ათასი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მანამდე მომაკვდინებელი ჰურაკანა ფლორიდაში იყო, სადაც 33 ადამიანი დაიღუპა. მილიონ 200 ათასამდე მოსახლე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალმა დაანგრია ხიდები და დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ბრძანება გამოსცა, რომ ამოქმედდეს ფედერალური დახმარება სტიქიის შედეგად დაზარალებული შტატებისთვის.

დღის ამბები