24 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
რა მოხდა ესპანეთში, სადაც სამეცნიერო ფესტივალზე 18 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაშავდა

 ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე მომხდარი აფეთქებისას 18 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. შემთხვევა ჟირონას უნივერსიტეტში მოხდა, როდესაც მეცნიერი 200-დან 300 ადამიანის თანდასწრებით ექსპერიმენტს ატარებდა. მას სურდა ეჩვენებინა თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის რეაქცია, რა დროსაც კასრი აფეთქდა.

როგორც ცნობილია, ყველა დაშავებულს კასრის მეტალის ნაწილები აქვს მოხვედრილი, მათ შორის თავად მეცნიერსაც.

დღის ამბები