20 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადი - ალიანსის 30 წევრი სახელმწიფო ოფიციალურ პასუხზე ერთად იმსჯელებს

ვლადიმერ პუტინის უკანონო გადაწყვეტილებამ მოკავშირეები უკრაინის ირგვლივ კიდევ უფრო განამტკიცა. თავის მხრივ კი ომში მყოფმა ქვეყანამ ამბიციური მიზანი დაისახა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ისურვა. პასუხამდე ალიანსის წევრები მსჯელობენ და პოზიციებს აფიქსირებენ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე მძიმეწონიანი ქვეყანა, ამ ეტაპზე უკრაინის პრაქტიკულ დახმარებაზე ორიენტირდება. ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ პუტინის მარცხი ამ გეგმითაც გარდაუვალია და გამარჯვება უკრაინის იქნება.

ნატოს 30 წევრი სახელმწიფო კიევში დასაბრუნებელ ოფიციალურ პასუხზე ერთად იმსჯელებს. აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, მაგალითად ბალტიისპირეთში თვლიან, რომ უკრაინელების სიმამაცე ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს, დასავლურ ფლანგზე კი ჯერ ისევ სამსჯელო აქვთ. ომი მათთვის მართალია დაბრკოლებაა, თუმცა არავინ იცის, ამ არაორდინალურ პირობებში უკრაინა მათგან რა შეთავაზებას მიიღებს. მანამდე, ქვეყანამ ამერიკისგან მიიღო 13 მილიარდამდე დოლარის დამატებითი დახმარება - ეს კაპიტოლიუმის ორპარტიული საჩუქარია.

ზელენსკიმ იცის, რომ დღეიდან კიევი ვაშინგტონისგან საჭირო იარაღსა თუ აღჭურვილობას უფრო სწრაფად მიიღებს - მაისში ბაიდენის მიერ ხელმოწერილი "ლენდ-ლიზი" ამოქმედებულია. პარალელურად, შტატები რუსეთის შესუსტებაზე მუშაობს და სანქციებს ამკაცრებს. 

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის მიტაცება, ევროპის ტერიტორიაზე უმსხვილესი ანექსიის მცდელობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

 

 

დღის ამბები