23 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
გერმანიის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო, რის გამოც ის ბუნკერში გადაიყვანეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ესტუმრა. კრისტინ ლამბრეხტი ქალაქ ოდესაში ჩავიდა, სადაც მას უკრაინელი კოლეგა დახვდა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ბერლინისგან დაპირებულ პირველ IRIS-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დროს საჰაერო განგაშის სიგნალები ჩაირთო, რის გამოც მას ბუნკერში თავის შეფარება მოუწია. ეს კრისტინ ლამბრეხტის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

დღის ამბები