20 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
NATO-ს მომავალი უკრაინაში წყდება - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას განცხადებით, თუ ნატო გადაწყვეტს განსაზღვროს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად სჭირდება, ქვეყანა მზად არის გადადგას ეს ნაბიჯები.

დიმიტრო კულებამ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მათ საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედონ.

"ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე. ცხადია რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იმ ქვეყნებმაც, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას ამ ახალ გარემოებებში," - აღნიშნა კულებამ. 

დღის ამბები