19 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
ინდოეთში სიძეს ქორწილში დააგვიანდა, რის გამოც პატარძალმა თავის ნათესავზე იქორწინა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში სიძეს ქორწილში დააგვიანდა, რის გამოც პატარძალმა თავის ნათესავზე იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ India Today ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ სიძეს ქორწილში დააგვიანდა, რის შემდეგაც პატარძლის მამამ შვილს ახალი საქმრო სტუმრებიდან შეურჩია.

საქორწილო ცერემონია ადგილობრივი დროით 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, სიძე კი ადგილზე მხოლოდ 20:00 საათზე გამოცხადდა.

დღის ამბები