ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაპირდა.
ენტონი ბლინკენმა დიმიტრო კულებასთან საუბრისას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ბლინკენმა დიმიტრო კულებას ინფორმაცია მიაწოდა 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ინიციატივასთან დაკავშირებით. მათ ასევე უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს.