25 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
ფლორიდაში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

77-მდე გაიზარდა ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ფლორიდაში. ამ დროისთვის ქარიშხალი "იანი" პოსტტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია ხიდები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის გამო ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

დღის ამბები