25 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 98 წლის გახდა

ჯიმი კარტერი 98 წლის გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმულმა ექსპრეზიდენტმა დაბადების დღე პირველ ოქტომბერს ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში აღნიშნა.

"კარტერის ცენტრის" განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით ვირტუალური ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, სადაც მის მემკვიდრეობას პატივს მიაგებენ, საზოგადოებას კი საშუალება ექნება, შტატების 39-ე პრეზიდენტს მილოცვები ვირტუალურად გაუგზავნოს.

კარტერი პოლიტიკაში წასვლამდე ფერმერობით იყო დაკავებული, შემდეგ კი საზღვაო ძალებში ლეიტენანტად მსახურობდა. მისი წვლილი განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის მნიშვნელოვანი. მან 2002 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ქემფ-დეივიდის შეთანხმებას უკავშირდება, რაც ეგვიპტესა და ისრაელს შორის ამერიკის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობდა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ისრაელმა არაბულ სახელმწიფოსთან მსგავსი ტიპის ხელშეკრულება დადო.

დღის ამბები