19 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
"როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, ანექსიების ფარსი არავის ახსოვს" - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ემანუელ მაკრონს, რომელმაც დაგმო რუსული ფსევდორეფერენდუმი და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობა.

ზელენსკი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდეტთან საუბარი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზეც.

ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს, გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების, რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 

დღის ამბები