16 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიასაც დაარტყას

ამერიკელმა სენატორმა ბირთვული იარაღის საფრთხის შესახებ ისაუბრა. მარკო რუბიო ამბობს, რომ ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხეზე უფრო შემაშფოთებელი ახლა, რუსეთის მხრიდან, "ნატოს" ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმაა.

"რუსეთი და პუტინი ამ ომში ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ. შემაშფოთებელია არაპროგნოზირებადობა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებს პუტინი. თუ ის გადაწყვეტს, რომ, მაგალითად, უკრაინისთვის "ნატოს", ევროპისა და აშშ-ის საბრძოლო აღჭურვილობა გამოიწვევს მისთვის არა მხოლოდ ომის წაგებას და შესაბამისად, მისი ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრას, არამედ რეალურად, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თავის საკუთარ ძალებს რუსეთის შიგნით.

ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მან დაარტყას ამ განაწილების ზოგიერთ პუნქტს, საიდანაც ეს მარაგი შემოდის, მათ შორის პოლონეთის შიგნითაც. ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე. მაგალითად, პოლონეთის აეროპორტის ან სხვა სადისტრიბუციო პუნქტის მიზანში ამოღება,"-აცხადებს აშშ-ის სენატორი მარკო რუბიო.

დღის ამბები