25 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს მტრის არმიას, რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მორიგი შეტევითი ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ დაღუპულ რუს მებრძოლებს შორის მოუმზადებელი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ.

მან ასევე ისაუბრა "აზოვსტალის" მებრძოლებზე, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან და პრეზიდენტის თქმით, მათ უსაფრთხოებაზე გარანტიას პირადად ერდოღანი იძლევა.

"ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიურად კეთდება ყველაფერი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად. საერთო ჯამში, მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, ეს არის 450-ზე მეტი დასახლება - აღნიშნული ტერიტორიები სექტემბრის დასაწყისიდან გათავისუფლდა.

დღეს გაგრძელდა ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები. სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ფრონტის მრავალ მონაკვეთზე.

საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა: უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს მტრის არმიას, უფრო მეტად გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით. რუსეთს ვერ დაეხმარება არც ფსევდორეფერენდუმი, არც ანექსიების შესახებ განცხადებები, არც მათ მიერ გამოგონილი საზღვრების შესახებ საუბარი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

 

დღის ამბები