19 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა. გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად "ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ მოჭედა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელი "ხელოვნების ოსტატად" აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, "ხელოვნების მეტრის" ტიტულის მფლობელი.

დღის ამბები