25 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტის მხარდაჭერაზე ამბობს უარს 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტის მხარდაჭერაზე ამბობს უარს, რომელიც დღევანდელ სესიაზე გადის. საუბარია საპარლამენტო კონტროლის კუთხით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებზე.

სიახლე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად პარლამენტში ინტერპელაციების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იქნება, სადეპუტატო კითხვას 15 დღის ნაცვლად, 10 დღის ვადაში გასცეს პასუხი.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ საპარლამენტო კონტროლის რეალურად ამოქმედებისთვის სხვა კანონების შეცვლაც საჭიროა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები