ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისა და ტელეწამყვანებისთვის უორკშოპი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან. კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში კობა გვენეტაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ახსნა ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციები, სტრუქტურა და ამოცანები. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია და ვალუტის კურსი.