25 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
პოლონეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს

პოლონეთი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა გაზეთ "პოლსკას" განუცხადა.

როგორც ანდჟეი დუდა აღნიშნავს, პოლონეთისთვის პირველ პრობლემას ბირთვული იარაღის არქონა წარმოადგენს. ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამა ნატოს ბირთვული შეკავების პოლიტიკის ნაწილია, რაც საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ასეთი იარაღი, მონაწილეობა მიიღონ მათი გამოყენების დაგეგმვაში.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნები კონსულტაციებს ატარებენ და ერთობლივად ადგენენ ბირთვული იარაღის პოლიტიკას, ინარჩუნებენ ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისა და შენახვისთვის მათ ტერიტორიაზე.

დღის ამბები