25 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.

სიმპოზიუმის ფარგლებში, სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის მხარდაჭერისათვის ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

რექტორმა უნივერსიტეტის "ოქროს მედლით" დააჯილდოვა სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების 32 ღვაწლმოსილი თანამშრომელი და ასევე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის "ოქროს მედალი" ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადასცათ.

 

დღის ამბები