20 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
"არის საშიშროება, რომ რუსეთმა ომი გამოუცხადოს მსოფლიოს და მთლიანად ჩაკეტოს საზღვრები" - ბორის გრებენშჩიკოვის სკანდალური პოსტი

რუსმა მუსიკოსმა ბორის გრებენშჩიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მალე, შესაძლოა, მთლიანად ჩაკეტოს საზღვრები. ამის შესახებ მან "ტელეგრამზე" დაწერა.

"არის საშიშროება, რომ ხვალ-ზეგ ზელისუფლებამ გამოუცხადოს ომი მთელს მსოფლიოს და მთლიანად აკრძალოს რუსეთიდან გასვლა," - ეწერა პოსტში. 

თუმცა, განცხადება გრებენშჩიკოვმა მალე წაშალა. 

68 წლის მუსიკოსი ღიად გამოდიოდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამჟამად ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

დღის ამბები