20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
საქართველომ პანდემიის შემდგომ და, მათ შორის, ამ ომის პირობებში მაინც მოახერხა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ჩვენება - ირაკლი ქადაგიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში წადგება. ლევან დავითაშვილი წინასწარი ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში აქცენტს სწორედ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთებს.

უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს დადებითი შედეგი დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მათი მთავარი კითხვაც ეკონომიკის მინისტრის მიმართ, ამ ზრდის შენარჩუნების შესაძლებლობას შეეხება. შეკითხვები იქნება მომავალი წლის გამოწვევებზეც.

"საქართველომ პანდემიის შემდგომ და, მათ შორის, ამ ომის პირობებში მაინც მოახერხა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ჩვენება. მნიშვნელოვანია, რა პერსპექტივებს ხედავს სამინისტრო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მაღალი ზრდა შენარჩუნებული იყოს და რა არის ის დიდი პროექტები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, უკვე არსებულ დაგეგმილ პროექტებთან ერთად, საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარება," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები