20 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
აშშ ვენესუელასთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს  - WSJ

შეერთებული შტატები ვენესუელასთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს - ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თუ კარაკასი დემოკრატიის აღდგენისკენ ნაბიჯებს გადადგამს, ამერიკული ნავთობ კომპანიები გლობალურ ბაზარზე ვენესუელის ნავთობის ექსპორტს განაახლებენ.

შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციების შემსუბუქება იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო განაახლებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პირობებზე. ვენესუელის ნავთობ ინდუსტრია 2019 წლიდან შტატების მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება.

დღის ამბები