19 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ "აზოვსტალის" ტყვედ ჩავარდნილი დამცველების გადაბირებას, რათა მათ აშშ-ისა და დასავლეთის წინააღმდეგ ებრძოლათ - "აზოვის" პოლკის მეთაურები

რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ "აზოვსტალის" ტყვედ ჩავარდნილი დამცველების გადაბირებას, რათა მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ ებრძოლათ, - ამის შესახებ "აზოვის" პოლკის მეთაურებმა განაცხადეს.

"აზოვის" პოლკის შტაბის უფროსმა ბოჰდან "ტავრ" კროტევიჩმა თქვა, რომ რუსებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ტყვეობაში მყოფი უკრაინელების მიმართ.

მისი შეფასებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და რუსეთის გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ იციან, როგორ მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე, თუმცა "აზოველები" ერთსულოვნები იყვნენ და რუსეთი მათთვის მტერია.

დღის ამბები