25 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
რა ეღირება 1აშშ დოლარი და ევრო 7 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომელიც 7 ოქტომბრიდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0012-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8043 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0113-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7712 ლარი გახდა.

ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0322-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.1565 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარის კურსის ცვლილება არ მომხდარა. ლირის ღირებულება  0.1510 ლარია.

დღის ამბები