20 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
სახალხო დამცველთან ერთადერთი კითხვა მაქვს, როდის გახდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, დანიშვნამდე თუ დანიშვნის შემდეგ - ირაკლი ზარქუა

პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარდგება. სახალხო დამცველთან შესახვედრად ემზადებიან მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ომბუდსმენის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

"ერთადერთი კითხვა მაქვს, როდის გახდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, დანიშვნამდე თუ დანიშვნის შემდეგ. ის გახდა არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ ოპოზიციური პარტიის აქტივისტი და ეს გამოიკვეთა არაერთ მის გახმოვანებულ თემებში. ფაქტია, რომ მარტო ახმოვანებს მათ, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები