24 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
ვის მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია - გადაწყვეტილება ცნობილია

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია. 2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის "ვესნას" დამფუძნებელს პატიმრობაში მყოფ ალეს ბიალიატსკის, რუსეთის ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალს" (რუსეთის ხელისუფლების მიერ აღიარებულია უცხოელ აგენტად და ლიკვიდირებულია) და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს ერგო.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლის მარტის შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა ადამიანებისათვის რომლებიც "შეიტანენ ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობის, არმიების შემცირების ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის".

დღის ამბები