მართალია, ზაფხული უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ჰამაკში ნებივრობის სიამოვნება ამ სეზონს თან არ უნდა გავატანოთ. ნამდვილად არაფერი სჯობს, სუფთა ჰაერზე, გამწვანებულ ეზოში ჰამაკში ყოფნას, თუმცა შემოდგომის სიგრილეს პლედითაც შეგვიძლია გავუწიოთ წინააღმდეგობა და მეტად გავიხანგრძლივოთ ბუნებაში დროის სასიამოვნოდ გატარების პერიოდი. ვისთვისაც ეს ნივთი ძალიან მნიშვნელოვანია, შეუძლია ვერანდაზე ან ოთახშიც კი დაიდგას, საბედნიეროდ უკვე მრავლადაა სხვადასხვა დიზაინისა და მასალის ჰამაკები.
იმისათვის, რომ კარგი და ხარისხიანი ჰამაკი შეიძინოთ ხაშურში ჩასვლა ნამდვილად არაა საჭირო. ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია extra.ge სხვა ყველაფერთან ერთად ჰამაკების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. ფერის, მასალის, დიზაინის მიხედვით წარმოდგენილ ჰამაკებს, ონლაინ მარტივად შეარჩევთ, შეძენიდან უმოკლეს დროში კი ექსტრას კურიერები სახლში მოგიტანენ.
რა უნდა გაითვალისწინოთ ჰამაკის შერჩევისას?
უპირველესად მნიშვნელოვანია სად აპირებთ მის განთავსებას და როგორი პირობებისთვის ყიდულობთ? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ სხვადასხვა დიზაინის ჰამაკები არსებობს და სხვადასხვა მიზნისთვის განკუთვნილ ჰამაკს, განსხვავებული მასალისგან ამზადებენ.
თუ გსურთ, რომ ოთახში დადგათ ეს ნივთი, ამისთვის ხის სადგამიანი ჰამაკი დაგჭირდებათ, რომელსაც ექსტრაზე 899 ლარად შეიძენთ. მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად მოგემსახურებათ და პასუხს აგებს თქვენს განტვირთვასა და დასვენებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის დასაწოლზე უფრო კომფორტული დასაჯდომი ჰამაკი - სკამია, ექსტრაზე ამ ვარიანტსაც ნახავთ, არის როგორც ხის სადგამით, ასევე მის გარეშე, მხოლოდ სკამ - ჰამაკს 119 ლარად შეიძენთ, სადგამიანს კი - 549 ლარად.
ნაჭრის ჰამაკები ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია, მისი ფასი - 35 ლარიდან იწყება და მაღლა ადის. ამ ტიპის ჰამაკი გამოგადგებათ როგორც სახლისთვის, ასევე ეზოსთვის, მოჰყვება შესანახი ჩანთა, რითაც კომპაქტურად შეძლებთ მის შენახვას. სხვათა შორის ნაჭრის ჰამაკი ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე თოკით ნაქსოვი ვარიანტი, რომელიც დროთა განმავლობაში სხეულზე „ნაკვალევს“ ტოვებს.
ლაშქრობისთვის ძირითადად ნეილონით დამზადებულ ჰამაკებს იყენებენ. როგორც წესი, ასეთი ჰამაკი მსუბუქია, რათა არ გართულდეს მისი ტარება და არ დაამძიმოს თქვენი ჩანთა. მოჰყვება თავისი ჩანთა, რომელიც უმცირეს ადგილს იკავებს.
სანამ ჰამაკს შეუკვეთავთ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა წონაზე და რამდენ ადამიანზეა ის გათვლილი, ორადგილიანი ჰამაკი უფრო განიერია, ერთადგილიანი, შესაბამისად, ვიწრო.
ჰამაკები ექსტრაზე ფერების მიხედვითაა წარმოდგენილი, ეწვიეთ საიტს extra.ge და შეარჩიეთ თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერზე მორგებული ჰამაკი.
(R)