25 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
კახა კალაძე ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სთრით არტისტებს შეხვდა

თბილისის მერი, კახა კალაძე ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სთრით არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის მერმა ამ მიმართულების კიდევ უფრო წასახალისებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ხელოვანებს მხარდაჭერა აღუთქვა.

დედაქალაქის მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, 500 000 ლარს გამოყოფს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში უკვე 100-მდე კედელი მოიხატა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ. 

დღის ამბები