ბრიუსელში საქართველო-ბელგიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. საქართველოს საელჩოში შეხვედრას სხვადასხვა სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე ქართული და ბელგიური კომპანიები პრეზენტაციებით წარდგნენ. მოეწყო ქართული პროდუქციის გამოფენაც.
შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით შედგა.