15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია "იზიჯეტთან" შეხვედრისას, ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია "იზიჯეტთან" შეხვედრისას, ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარესების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი მედიასაშუალებების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს. ვი ემ თი ლონდონს 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი.

დღის ამბები