19 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის "ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, შეინ როზენტალმა. შეთანხმებით გათვალისწინებულია აზიის განვითრების ბანკის მიერ 100,190,000 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს ხედვა არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.

დღის ამბები