05 დეკემბერი 2022,   08:09
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ - არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.

არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი კურიერტან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა 35 კვირის ფეხმძიმეა.

არსებული ინფორმაციით 12 წლის გოგონა ბავშვს მისივე მეგობრისგან ელოდება, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც.

მოზარდის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ გოგონას სერიოზული გართულებები არ აღენიშნება. ოჯახი მშობიარობის დასრულებას ელოდება. მშობელი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

დღის ამბები